იუნესკოში გავაგზავნეთ წერილი თხოვნით, რომ გელათში მათი ჩარევით წარიმართოს სამუშაოები - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებს გელათის მონასტერში მიმდინარე მოვლენებს და იმას, რომ მთავარი ფრესკები ზიანდება. ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო პროცესებში ჩართულია და იუნესკოში წერილიც გააგზავნა, სადაც მოთხოვნილია რომ იუნესკოს ჩარევით მოხდეს გელათის სამონასტრო კომპლექსში მეთოდიკის და შემდეგი სამუშაოების წარმართვა.

„საპატრიარქომ მოიწვია იუნესკოს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და მათ დადეს დასკვნა. შეჩერდა ის სამუშაოები, რაც მანამდე მიმდინარეობდა. ახლა კვლავ გვაქვს გაგზავნილი იუნესკოში წერილი თხოვნით, რომ მათი ჩარევით, უშუალო მონაწილეობით მოხდეს მეთოდიკის და შემდეგი სამუშაოების წარმართვა. სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ მგონი, ფრესკების გადარჩენაზე არაა საკითხი, დაზიანებები არის, [ამაზე] სპეციალისტებმა უნდა თქვან“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.


ასევე იხილეთ: „სამინისტრო მალავს დასკვნას გელათზე“ – პარლამენტში შეხვედრა გაიმართა