იუსტიციის სახლში ევაკუაციაა გამოცხადებული

პუბლიკა

იუსტიციის სახლში ევაკუაციაა გამოცხადებული. ინფორმაციას „პუბლიკას” იუსტიციის სახლის პრესსამსახურში უდასტურებენ.

„ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა”, – ამის შესახებ მოგვიანებით ინფორმაცია იუსტიციის სახლმა თავად გაავრცელა.

„თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს. პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას. სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე”, – ნათქვაია იუსტიციის სახლის განცხადებაში.