იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას, ნამახვანჰესთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესასაწავლად.

სამინისტროს განცხადებით,  საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეეძლებათ შემოიტანონ განაცხადები,  ნამახვანის ხელსეკრულების საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში შესასწავლად.

დაინტერესებულმა იურიდიულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა საკუთარი გამოცდილების თაობაზე, ჰესებთან დაკავშირებული ფოკუსირებით, მათ არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეხება ნამახვანის პროექტთან. მათ განაცხადები 10 ივნისამდე მიიღება.

ის ფაქტი, რომ  კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა, ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ  იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.