ივანიშვილი არჩეულია ქართული რაგბის უკვდავ პარტნიორად - „რაგბის კავშირის" პრეზიდენტი

პუბლიკა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართული რაგბის უკვდავი პარტნიორია.

„ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა.

ეს ვიღაცებს არ სიამოვნებთ. ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგები და უნდათ ამ ინსტიტუტს შეეხონ. რაღაც პეტიციებს მიმართავენ და ა.შ. არ არსებობს ასეთი იურიდიული გზა და თუ პეტიცია იქნება, მე გამოვაცხადებ პეტიციას, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, სადაც კომენტარებს წერენ, ზუსტად გავარკვევ სათითაოდ ვინ არიან და მათვე ამ პეტიციის შემდეგ გავცემ პასუხს, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ღალატი.

თუ რაგბი არ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გიყვარს. თუ ჩემ კომენტარებში მე ვაჭარბებ და ვამბობ რაიმე პოლიტიკურს, ან რომელიმე მხარეს ვაფიქსირებ ისე, რომ არ მაქვს მე ეს საფუძველი, როდესაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის და იქნება ქართულ რაგბიში და ის არჩეულია მუდმივ, უკვდავ პარტნიორად ქართული რაგბის, მისი ქველმოქმედებისთვის, ამას ვერავინ ვერ ასცდება”. – ამბობს იგი ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.  (სტილი დაცულია).