ივანიშვილი: ეკონომიკის ზრდა ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანსს იწვევს

პუბლიკა

„ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი” – ამბობს ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც მან მისცა ინტერნეტ გამოცემა „ველურ ბუნებას”.

„კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას” – ასკვნის მმართველი პარტიიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, “გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები  ზრუნავენ რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს”.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს – ეს სწორედ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებაა”.