ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა - სამადაშვილი

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას აქვს უახლესი ინფორმაცია ბრიუსელიდან რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაც ჩაემატა.

„ახლა მომივიდა ამ წუთში ბრიუსელიდან ინფორმაცია, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა შევა რეზოლუციაში, იმიტომ, რომ იყო ამაზე აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ შეჯერებულ ტექსტში არ იყო სანქციებზე საუბარი. მაგრამ ახლა წარდგინება მოხდა შესწორების და როგორც მაცნობეს ახლა, გავიდა ეს შესწორება. სანქციების საკითხი ჩაეწერება რეზოლუციაში, რომელსაც დღეს ამტკიცებს პარლამენტი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რეზოლუციის პროექტის განახლებული ტექსტი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. „პუბლიკა“ ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.