ივანიშვილმა რომ მოინდომოს პოლიტიკაში დაბრუნება, მისთვის ეს ძალიან მარტივი იქნება - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გადაცემა „ღამის კურიერში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც, მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს და მაშინ რატომ არ ეძახდნენ მას ოლიგარქს.

„შესაბამისად ამის უკან რაღაც დგას როგორც ჩანს. მან [ივანიშვილმა] წერილიც გაავრცელა და ჩვენც გვაქვს ეჭვი, რომ მისგან ელიან რაღაცას, მათ შორის პოლიტიკაში დაბრუნებასაც.

ისინი ხედავენ რომ ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ომთან დაკავშირებით, არ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯს. ამიტომ იციან მათ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საზოგადოებაში, მათ შორის გუნდის დამფუძნებელია ის და რომ მოინდომოს პოლიტიკაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მისთვის ეს ძალიან ადვილი იქნება, ყველაფრის გათვალისწინებით, მისი რესურსის, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გათვალისწინებით და გუნდის დამოკიდებულების გათვალისწინებით. 

მას შეუძლია ამაზე თეორიულად გავლენის მოხდენა, თუმცა მან დააფიქსირა თავის წერილში, რომ არცერთ შემთხვევაში რაც არ უნდა მილიარდ ნახევარი თუ ნებისმიერი რამ გაუჩერონ, ის არცერთ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც უქადის ქვეყანას განადგურებას. ასეთია მეორე ფრონტი. მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და არანაირი შანტაჟი მას ამას არ აიძულებს. ეს მან საჯაროდ თქვა, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.