ივანიშვილმა შანსი გაუშვა. მას 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ მხარე აერჩია - გონჩარენკო

პუბლიკა

„საქართველოს ფაქტობრივ მმართველს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ მხარე აერჩია. ბიძინა ივანიშვილმა შანსი გაუშვა“, – ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ facebook-ზე დაწერა.

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები არიან.

მათ შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც: ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე სხვა ქართველი ბიზნესმენებიც – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

სანქციების პაკეტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა და პაკეტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. ის მოიცავს 2 507 ფიზიკურ პირსა და 1 374 იურიდიულ პირს.

LB loan image desktop LB loan image mobile