ივანიშვილს დავაშვებინეთ შეცდომა – მან გაისროლა – ირაკლი ოქრუაშვილი

პუბლიკა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, „ღამის მთავარის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, კერძოდ, განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამე იყო გარდამტეხი მომენტი მისთვის.

„მე ვთვლი, რომ გავრილოვის ღამე იყო გარდამტეხი და წელში გამტეხი მომენტი ასევე მისთვის [ივანიშვილისთვის]. საერთოდ, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მისი დაღმასვლა და მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა და ერთ რამეს ვიტყვი, ყოველგვარი რაღაც ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა, კარგი გაგებით, ჩვენ მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა – ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ირაკლი ოქრუაშვილს შეახსენა რომ „ეს გასროლა” რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა და ზოგი სიკვდილის საფრთხის წინაშეც იდგა და ამ ფონზე „დავაშვებინეთ შეცდომა“ შეიძლება სხვანაირად ინტერპრეტირდეს, რაზეც ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო უპატიებელი.

„კი, რა თქმა უნდა, ეს არის უპატიებელი. ის შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების  მხრიდან. დავაშვებინეთ შეცდომა – მე არ ვგულისხმობ პოლიტიკოსების ქმედებას. საზოგადოების ქმედება მთლიანად, ის, რომ მას არ მივეცით საშუალება, ამ ადამიანის წითელი ხალიჩით მიღება მოეწყო პარლამენტში და ჩვენ რაღაც ჩვენი პროტესტის გამოსახატავად მივედით, ამას ვგულისხმობ, რომ დავაშვებინეთ შეცდომა.

მას უნდოდა, რომ ზოგადად ესიამოვნებინა რუსეთისთვის, ეჩვენებინა, რომ რადიკალები დავსაჯეთ, თან იმავდროულად მართლა უნდოდა დასჯა გასროლის შედეგად, ახალგაზრდების, რომლებსაც, შეიძლება, ხვალ იგივე გაემეორებინათ, იგივე პროტესტი გამოეთქვათ, მაგრამ მან ვერ გათვალა ჩვენი ხალხის ხასიათი. ჩვენი ხალხი ასეთი ტიპის მორჩილებას არ არის მიჩვეული“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile