ივანიშვილს მიაჩნია, რომ მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს - გვარამია

პუბლიკა

ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა. დღეს მას ახალ ბრალდებას წარუდგენენ. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობდი, ძველი თანამდებობრივი დანაშაულებები ხომ არ არის, მაგრამ აშკარად სხვა მუხლია, 220-ეა, მე მგონი სოფოს ე.წ. მანქანა არის, ესეთი ეჭვი მაქვს, არ იყო ცუდი მანქანა მაგრამ მისი ყიდვა არ გვეღირსა და ვიხდით ჯარიმებს, ამისთვისაც თუ გვიჭერენ არ ვიცით. ტყუილად აქ სიარულს აწი ძაღლით ვივლი ხოლმე, გავასეირნებ მაინც. უდიპლომო და უტვინო პროკურორის შენობაში რას გვედავებიან ადამიანები იქნებ გავიგოთ. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია რომ მისი მთავარი მოაწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.”

დაპატიმრების რისკზე დასმულ კითხვას კი ასე უპასუხა –  “სულ უნდა (ბიძინა ივანიშვილს) მაგრამ არ გამოსდის, შეიძლება წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო ასეთი უცნაურია ხოლმე ცხოვრება” – თქვა ნიკა გვარამია.