ნიკა გვარამიას ახალ ბრალს უყენებენ

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება.

ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით გვარამია დღეს უწყებაშია დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ნიკა გვარამიას ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile