ჯაფარიძის თქმით წელს დიდი ერთობის პირობები არ ჩანს - „საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით"

პუბლიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში ისაუბრა.

მან თქვა, რომ შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს უთმობდა, რათა ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო.

„საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს” – ამბობს ჯაფარიძე.

მაგრამ მაისი თქმით,  მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს.

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ “გირჩი – მეტი თავისუფლების” გაძლიერებისთვის. – თქვა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასთან, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „დროასთან“ კოორდინაციას გააგრძელებს.