წულუკიანი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული

პუბლიკა

„ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული“, – ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებას. წულუკიანის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად. მე „ნაციონალური მოძრაობის“, რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი ვიყო, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“, შეგვიერთეთო. აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეზე, პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარია და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძეზე კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.