ჯანდაცვის მინისტრი სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა.

უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელა და სექტორის განვითარებისთვის მათი რეკომენდაციები მოისმინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს და ამ მიმართულებით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, დაგროვილ გამოცდილებას.

იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის
საკითხებზეც. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ “მრჩეველთა საბჭო” ყოველთვიურად შეიკრიბება, სექტორში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს.