ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

პუბლიკა

მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

​ჯანდარის ტბაზე დაკარგულებს სამი დღის განმავლობაში მაშველები ვერტმფრენის, დრონისა და მყვინთავთა ჯგუფების დახმარებით ეძებდნენ. დაკარგული მოქალაქეების პოვნას პარალელურ რეჟიმში ტბის სანაპირო ზოლზეც ცდილობდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც.

„112-ში“, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.