ჯარის, საპატრიარქოსა და მედიის საქმიანობას ყველაზე მეტი ადამიანი აფასებს დადებითად - IRI-ის კვლევა

პუბლიკა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო“ (IRI) 2020 წლის ივნისი-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი გამოკითხულთა მხრიდან ქართული ინსტიტუციების შეფასებასაც მოიცავს.

„ახლა წაგიკითხავთ ზოგიერთი ქართული ინსტიტუციისა თუ ორგანიზაციის სახელწოდებას. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება თითოეული ინსტიტუციის საქმიანობაზე“, – ამ ფორმულირებით დასმული კითხვის საპასუხოდ შედეგები ასე გადანაწილდა:

ყველაზე მეტი, 89% დადებითად აფასებს ქართულ ჯარს;

85% დადებითად აფასებს საპატრიარქოს;

71% – ქართული მედიას;

65% – იუსტიციის სახლს; 

62% – პოლიციას; 

59% – მთავრობის ადმინისტრაციას; 

53% – ადგილობრივ ხელისუფლებას; 

50% – მთავრობას (მინისტრთა კაბინეტს);

49% – საჯარო განათლების სისტემას; 

46% – საქართველოს პარლამენტს; 

43% – ცესკოს 

36% – პრეზიდენტის ადმინისტრაციას; 

34-34% – ეროვნულ ბანკსა და პოლიტიკურ პარტიებს; 

33% – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; 

32-32% – პროკურატურასა და სასამართლოს;

30% – გუბერნატორებს; 

25% – სავაჭრო გაერთიანებებს. 


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.