„ჯერ არ მინახავს ფილმი, მაგრამ ყველანაირად ამ ფილმის მხარეს ვარ“, – ლანა ღოღობერიძე

პუბლიკა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას არჩეული აქვს გზა ცივილიზებულობისკენ და შემოქმედების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. 

„ახლა ხდება ჩვენს თვალწინ, 21-ე საუკუნეში, რომ ისევ რაღაც ძალებს უნდათ, გადაგვჩეხონ უფსკრულში. ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა, არჩეული გვაქვს გზა ცივილიზაციისკენ და ამიტომ ევროპისკენ, იმიტომ, რომ ეს სიმბოლოა ცივილიზებულობის. გვინდა თავისუფლება შინაგანი და ასევე შემოქმედის და იმათი, ვისაც უნდა, რომ აღიქვას ეს შემოქმედება. მე ჯერ არ მინახავს ფილმი, მაგრამ ყველანაირად ამ ფილმისა და მისი შემოქმედების მხარეს ვარ“, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

8 ნოემბერს საქართველოს 6 კინოთეატრში ქართულ – შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება კინოთეატრების წინ გააპროტესტეს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა. შსს ცნობით, კინოთეატრების წინ 8 ნოემერს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს 28 პირი. 

მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.