ჯერჯერობით, სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია არ არის – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა.

„ჯერჯერობით, რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

საჯარო სკოლებში არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო და სწავლა 17 იანვარს უნდა განახლდეს.

LB loan image desktop LB loan image mobile