ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი სიკვდილობაა, სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია - კულუმბეგოვი

პუბლიკა

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ მწვანე პასპორტი არ არის გამოსავალი ეპითვითარებასთან გადამკლავებლად.

ის ამბობს, რომ მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც მაღალია სიკვდილიანობა, სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია.

„ჩვენ ძირითადი გენერირება მძიმე დაავადების და სიკვდილობის გვაქვს ასაკოვან ადამიანებში, განსაკუთრებით 60-65 წლის ზემოთ. ამიტომ აქაც უნდა გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიც არის საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. მე მაგალითად, მხარს ვუჭერ, რომ ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დაწესდეს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეგვიმცირებს სიკვდილობის ციფრებს.

ეს ნიშნავს  ათასობით ჩვენს გადარჩენილ მოქალაქეს. ამიტომ, მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი მძიმე დაავადება და სიკვდილობაა, სახელმწიფომ მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, მე, როგორც ექიმი, ამას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში.


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 321 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, გარდაიცვალა 65 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.