აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს გმობს.
მან X-ზე დაწერა:
„აშშ გმობს და არ ცნობს მოჩვენებით საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდა.
ოფიციალურმა თბილისმა ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ქმედება ასევე დაგმეს: ევროკავშირმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ისლანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა.