„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს, რომ ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელილ ქალი, ელზა მებურიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დედასთან ერთად მიდიოდა.
შესწორება:
„პუბლიკა” თავდაპირველად „ჯიპიაზე” დაყრდნობით წერდა, რომ მებურიშვილი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. თუმცა, მალევე ტექსტი შეცვალა და „შვილის დახმარების ნაწილი” განცხადებიდან წაშალა.
თამუნა კუბლაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილი ქალის შვილია, დაწერა:
„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა”.
GPI ჰოლდინგის უახლესი განცხადების თანახმად:
ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:
„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ”.
ცხრა ღამეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.