ჯიქი, იგივე ლეოპარდი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე კვლავ გამოჩნდა

პუბლიკა

„ნაკრესის” კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა,  ჯიქი/ლეოპარდი (Pantera pardus) საქართველოში კვლავ დააფიქსირა. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ აგვისტოში გადაღებული ჯიქის ფოტო შემოდგომის საველე გასვლისას აღმოაჩინეს ჯგუფის წევრებმა.

„ნაკრესი” წერს, რომ თუშეთში ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს იძლევა, რომ მხოლოდ ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი საქართველოში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ იქნა გადაღებული.

საქართველოში ჯიქის კვლევა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.