ჯო ბაიდენი ვარშავაში მაია სანდუს შეხვდა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.

მოლდოვური მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა მოლდოვისთვის უკრაინის ომის შედეგები განიხილეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაია სანდუმ აშშ-ის ლიდერს მიაწოდა ინფორმაცია მოლდოვის ხელისუფლების ძალისხმევის შესახებ, ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად.

„პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს სურთ, დარჩნენ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილად, იცხოვრონ უსაფრთხოდ და მიაღწიონ თავიანთ ოცნებას, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. მადლობა გადავუხადე მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, – განაცხადა მაია სანდუმ. [„პირველი არხის“ თარგმანი]