ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას აქვეყნებს

პუბლიკა
ჯო ვილსონი MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურება და აქვეყენებს ინდივიდების სიას, რომლებიც, მისი თქმით, „ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებაში და ქვეყანას ჩინეთის, ირანის და რუსეთის სამსახურში აყენებენ”.
„კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI-ი აქტი მიიღო. ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფების ყველა ხელშემწყობი უნდა გაფრთხილდეს! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით!“, – წერს ჯო ვილსონი და სიას აქვეყნებს:
აღმასრულებელი და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები
• ირაკლი კობახიძე;
• კახა კალაძე;
• ირაკლი ღარიბაშვილი;
• ვახტანგ გომელაური;
• ანრი ოხანაშვილი;
• პაატა სალია;
• მაკა ბოჭორიშვილი;
• სულხან თამაზაშვილი;
 საკანონმდებლო:
• შალვა პაპუაშვილი;
• ნინო წილოსანი;
• მამუკა მდინარაძე;
• ვიქტორ ჯაფარიძე;
• დიმიტრი სამხარაძე;
• თეა წულუკიანი;
 სასამართლო:
• მიხეილ ჩინჩალაძე;
• ლევან მურუსიძე;
• დიმიტრი გვრიტიშვილი;
• გიორგი მიქაუტაძე;
• ლევან თევზაძე;
• ირაკლი შენგელია;
• რევაზ ნადარაია;
• შალვა თადუმაძე;
საკვანძო ინსტიტუციები:
• გიორგი გაბიტაშვილი – გენპროკურორი
• კარლო კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახური; • გიორგი კალანდარიშვილი – ცესკოს თავმჯდომარე;
• გიორგი ჯავახიშვილი – ცესკოს მდივანი;
• რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი;
• ნათია თურნავა – სებ-ის პრეზიდენტი;
ბიზნესი:
• უჩა მამაცაშვილი;
• ივანე ჩხარტიშვილი;
• ალექსანდრე ივანიშვილი;
• ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
• ნოშრევან ნამორაძე;
პროპაგანდისტები:
• ირაკლი რუხაძე;
• ლაშა ნაცვლიშვილი;
• ვასილ მაღლაფერიძე;
• თინათინ ბერძენიშვილი;
• კახა ბექაური.
გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ მიიღო – კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა. გუშინ კანონპროექტის განხილვის დროს განცხადებები გააკეთეს როგორც დემოკრატმა, ასევე, რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა. ჯო უილსონმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, თქვა, რომ „ხალხის ნება „ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფების მიერ ირღვევა”: