ჯონ კირბის თქმით, თუ რუსეთი ამერიკულ სატელიტებს დაარტყამს, აშშ პასუხს გასცემს

პუბლიკა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ დღეს გამართულ პრესკონფერენიციაზე განაცხადა, რომ აშშ პასუხს გასცემს თავდასხმას ნებისმიერ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სატელიტებზეც.

ჯონ კირბის არ დაუკონკრეტებია, თუ როგორი იქნება ამერიკის პასუხი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კომერციული თანამგზავრები შეიძლება გახდეს რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე, თუ ისინი ჩაერთვებიან უკრაინის ომში. ინფორმაციას რუსული და უცხოური მედიები ავრცელებს.

„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე.