ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე ე.წ. სუსის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნეს

პუბლიკა

„ფორმულას“ ინფორმაციით პროკურატურამ ფორმულას წამყვან თამარ ჩიხლაძეს ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

საუბარია ეპიზოდზე, რომელიც ჩიხლაძესა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგს ასახავს.

„ჩვენ გვიმუშავია არაერთ საქმეზე, ვიცით როგორი სქემა მუშაობს ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებით, როგორ მიდის პროცესი, ამიტომ წავედით სტრასბურგში. იმიტომ, რომ ფატქობრივად ამოვწურეთ ეროვნულ დონეზე ძირითადი ნაბიჯები, რაც შეიძლება გადაგვედგა. დაზარალებულის სატატუსზე ჯერ გამომძიებელმა პროკურორმა, შემდეგ ზემდგომმა პროკურორმა, შემდეგ სასამართლომ გვითხრა უარი, ამის შემდეგ წავედით სტასბურგში, 10 თვე არის გასული პირველი კომუნიკაციიდან დღემდე.

რას შეიძლება ემსახურებოდეს დღეს სტატუსის მოცემა, მხოლოდ სტრასბურგისთვის ჩვენებას, რომ ეროვნულ დონეზე პროცესი დაიწყო, ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვართ და ვმუშაობთ, რომ ამან გააჭიანუროს შემდეგ საქმის წარმოება სტარსბურგში. ეს ასე იქნება თუ არა ამაზე პასუხს გაგვცემს შემდეგი ნაბიჯები, რამდენად სწრაფად მოგევეცემა წვდომა საქმის მასალებზე, ეს საქმე შემოიდება თაროზე თუ ვნახავთ პროგრესს, ეს უფრო მოგვცემს დასკვნების გაკეთების საშუალებას თუმცა მოლოდინზე რა გითხრათ, ის რომ სტრასბურგში წავედით ამ მოლოდინზე ამბობს ყველაფერს“,- განაცხადა ჩიხლაძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას.

ჟურნალისტებმა სუს-ის კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით გუშინ, 13 ივლისს მიმართეს. 20-ზე მეტი პირის სახელით სარჩელი წარადგინა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. ამასთან, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიამბოდსმენმაც.