საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი კაია კალასი თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების და პოლიტიკოსების ცემასა და დაკავებას გამოეხმაურა:
„თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ვერანაირ მოლოდინს ვერ ამართლებს.
ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ თავისუფლების და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, – წერს კაია კალასი.