დღეს, 12 აგვისტოს „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი „უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს”.
„თქვენ იცით, რომ ის ჩამოყვანილი იქნა უცხო ქვეყნიდან და არანაირ მოტაცებას და გატაცებას ადგილი არ ჰქონია. რის გამოძიებაც უნდა დაიწყოს“, – თქვა კახა კალაძემ.
ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა”.
29 მაისს სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ აბუ დაბიში „ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს”. მისივე განცხადებით, „ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მოიტაცეს”.