კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, იგი დროებით საჯარო კამპანიას წყვეტს.

„მეგობრებო, სამწუხაროდ, დამიდასტურდა კოვიდ-19, ამიტომაც ამ წუთიდან, ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები, დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, – წერს კუკავა.