საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.