კახეთში დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი მუშაობის დროს დაიღუპა 

პუბლიკა

კახეთში, დედოფლისწყაროში მუშაობის დროს დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა.

„რადიო თავისუფლებას” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ მამაკაცი მუხლუხიან ტრაქტორს მართავდა, საიდანაც გადმოვარდა, ტრაქტორმა გადაუარა და მიღებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ აზუსტებენ მუხლს, რომლითაც უწყებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.