კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი ახლო კონტაქტია უკვე დადასტურებული შემთხვევისა, რომლის ინფიცირების წყაროც კახეთს არ უკავშირდებოდა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 264-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44-ით გაიზარდა.

StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 264;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1 054;
  • გარდაიცვალა- 17
  • კარანტინის რეჟიმში – 7 279;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41;