კახეთში უზბეკეთის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უზბეკეთის მოქალაქე ქალი მოკლული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ის ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული
გ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,
წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის
ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება
მიაყენა. გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.