აკაკი ზოიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს

პუბლიკა

„პარლამენტს და პოლიტიკას ვტოვებ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

აკაკი ზოიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე იყო. ამ ინიციატივის ჩაგდების შემდეგ მან საპარლამენტო უმრავლესობას პლებისტიცის გამართვის ინიციატივა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.