კალაძე: დიახ, შეიძლება იდეალური არ ვართ, მაგრამ ოპტიმალური ვართ ამ პოლიტიკურ კონტექსტში

პუბლიკა

ქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ლაივმიმართვაში ქალაქის მართვაში ოპოზციის როლზე ისაუბრა და გუშინ საკრებულოში გამართული სხდომა შეაფასა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც დავპირდით მოსახლეობას. ოღონდ გავაკეთებთ თქვენი მონაწილეობის გარეშე, როგორც გასული 4 წლის მანძილზე ხდებოდა. როგორც მაშინ ვერ შეგვიშალეთ ხელი, ახლაც ნამდვილად არაფერი გამოგივათ. თქვენ კი მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ისეთივე ცხივრაჩამოშვებული და ძალგამოცლილი დარჩებით, როგორიც გასული 4 წლის მანძილზე იყავით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მას სურს ოპოზიციის მონაწილეობა ქალაქის მართვაში, თუმცა ოპოზიცია თანამშრომლობისთვის განწყობილი არაა.

„თუმცა მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და, რა თქმა უნდა, მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ამის შესაძლებლობას არასოდეს მივცემთ და მათ სიცრუეს მოჰყვება კონკრეტული პასუხები ფაქტებით.

ეს არ ეხება ყველა ოპოზიციონერს. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული კითხვები, თუმცა ჩარჩოებში და შეურაცხყოფების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სურვილი,რომ ჩართული იყოთ ამ ქალაქის განვითარებაში, სამწუხაროდ, მე ვხედავთ, რომ თქვენ დესტრუქციისა და ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც 9 წლის მანძილზე, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა.

ეს ხალხი ჩვენგან ითხოვთ, რომ ვიყოთ იდეალური, მარტივად გიპასუხებთ – დიახ, ჩვენ შეიძლება იდეალური არ ვართ, მაგრამ ოპტიმალური ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.