კალაძე: „ფეიკნიუსის" მთავარი იდეოლოგები „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები არიან

პუბლიკა

არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ „ექაუნთებთან”… არც ვიცი, რა „ექაუნთებზეა” საუბარი. საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ფეიკნიუსის” მთავარი იდეოლოგები პარტიაა „ნაციონალური მოძრაობაა”.

„ზოგადად, „ფეიკნიუსის” მთავარი იდეოლოგები ვიცით ჩვენ რომელი პარტიაა და ამას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები. რა თქმა უნდა, თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია და მოხერხდება, მე ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები იქნა განხორციელებული და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ჩვენთანაც იყოს ეს მიდგომა და დამოკიდებულება „ფეიკნიუსები” გავრცელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.


წავშალეთ 39 Facebook-ის ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში, როგორც საქართველოს შიდა ამბებზე ორიენტირებული, ორგანიზებული ქსელი, – ამის შესახებ ინფორმაციას facebook ავრცელებს.

„ამ აქტივობების უკან მოქმედი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ზოგიერთი მათგანი აქამდეც დაბლოკა ჩვენმა ავტომატურმა მომიშავე სისტემამ), რომელთა მეშვეობითაც ზრდიდნენ თავიანთ კონტენტზე ჩართულობას და მართავდნენ გვერდებს. ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაგამოცემები. ამ გვერდების ადმინისტრატორები და ყალბი ანგარიშის მფლობელები ძირითადად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე: არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, საჯარო მოხელეებზე, აკრიტკებდნენ ოპოზიციასა და აქტივისტურ ჯგუფებს. ეს პირები მალავდნენ თავიანთ ვინაობას.

ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები ქართულ სარეკლამო კომპანია „პანდასთან” და „ქართული ოცნების” მთავრობასთან დააკავშირა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მას შემდეგ რაც  facebook-მა, „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ე.წ. ტროლექაუნთები წაშალა და ამ ფაქტს ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა, ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმდნენ. თუმცა მათ მაინც მოუხდათ აღნიშნულ თემაზე კომენტარების გაკეთება. იხილეთ ბმული;