კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ არ არის თბილისის ერთი უბნის შედეგები გამოქვეყნებული

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თბილისში 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგები არ არის ატვირთული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. კალანდარიშვილის განმარტებით, არის ტექნიკური ხარვეზი, რაც რამდენიმე წუთში გამოსწორდება.

„მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული, ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

თბილისში ხმების 99.87% არის დათვლილი, საიდანაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ აიღო 44, 39%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ – 55.60%.