კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იქნება

პუბლიკა

კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ვიქტორ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა.

კალთბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იქნება.

„კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე. ჩვენ დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. ჩემთვის რომელიმე თანამდებობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს“,  – განაცხადა პაატა გურასპაულმმა.