პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს

პუბლიკა

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაში არჩევნები უნდა გაიმართოს.

„ორი კლუბის ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ფედერაციის ცნობით, საერთო საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს.

LB loan image desktop LB loan image mobile