„კალიბრის“ რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა „კალიბრმა“ ოდესის პორტში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, „ტელეგრამის“ თავისი არხით განაცხადა, რომ „კალიბრის“ ტიპის რუსული რაკეტები უკრაინულ სამხედრო გემს ესროლეს.

„კალიბრის“ რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ზუსტი დარტყმით უკრაინული სამხედრო გემი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“,- წერს ზახაროვა.

23 ივლისს მარცვლეულის გასატანად უკრაინული პორტების განბლოკვაზე შეთანხმებიდან მეორე დღესვე რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. ოდესის პორტზე, რომელიც ყველაზე დიდია, რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.