კანცელარიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“ მიმდინარეობს.

აქციის მთავარი მოთხოვნა, სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გადაყვანაა. ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

  • 19 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგების იძლევა საფუძველს, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. „ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ ვალერი გელბახიანი.
  • მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.
  • დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.