კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის დირექტორი დაჭრა

პუბლიკა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ერთ-ერთმა ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები მედიასთან ადასტურებენ.

დაჭრილ ექიმს მას ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ექიმის დაჭრის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.

LB loan image desktop LB loan image mobile