კანზას-სიტიში Super Bowl-ის შემდეგ გამართულ აღლუმზე სროლა იყო - არის მსხვერპლი

პუბლიკა

კანზას-სიტიში Super Bowl-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე სროლა იყო – პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა 20-ზე მეტი.

ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რა დროსაც, მოულოდნელად ცეცხლი გახსნეს. სამართალდამცველებმა სამი სავარაუდო ბრალდებული დააკავეს, თუმცა პოლიცია ამ დრომდე მუშაობს იმის დასადგენად, ვინ გახსნა ცეცხლი.

ადგილობრივი საგამოძიებო უწყებები აცხადებენ, რომ მათთვის თავდასხმის მოტივი უცნობია – საქმეზე შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები უმისამართოდ უხსნიდნენ ცეცხლს ხალხს, მათ შორის ბავშვებს.