საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების V რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დიპლომატების გუშინდელი შეხვედრისა და მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ გუშინ საუბარი დიალოგსა და შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა.
„დისკუსიის მთავარი თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. მე ჯერ კიდევ არ ვიცი თარიღი, როდესაც საუბარია შესაძლო მეხუთე რაუნდზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
შეკითხვაზე, დახურულია თუ არა მეხუთე რაუნდის კარი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რამე დახურულია, მაგრამ დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო.
„მე არ ვფიქრობ, რომ რამე დახურულია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყურება საერთო საფუძვლის მიმართულებით. ერთადერთი, რასაც ვამბობ, დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – განაცხადა ჰარცელმა.
კარლ ჰარცელის განცხადების თარგმანს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.