კატარი შეერთებული შტატებისთვის NATO-ს არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსს მიიღებს

პუბლიკა

31 იანვარს შეერთებულ შტატებში კატარის ემირის ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კატარი NATO-ს არაწევრ ძირითად მოკავშირედ მოიხსენია. ამით ბაიდენმა მიანიშნა, რომ კატარსა და აშშ-ს შორის, სავარაუდოდ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობა გაღრმავდება.

როგორც The New York Times წერს, უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების ფონზე აშშ ალტერნატიულ გზებს ეძებს, რომ ევროპამ გაზი მიიღოს.

რუსეთი ევროპაში გაზის უდიდესი იმპორტიორია, რასაც, როგორც წესი, პოლიტიკურ იარაღადაც იყენებს. ამიტომ შესაძლოა, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს და სცადოს იძულება, რომ კონფლიქტში უკრაინის მხარე არ დაიჭიროს.

კატარის ემირთან თამიმ ბინ ჰამად ას-სანისთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიც იყო ავღანეთის საკითხი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა.

„მე ვაცნობებ კონგრესს, რომ ვგეგმავ, კატარი გამოვაცხადო NATO-ს არაწევრ ძირითად მოკავშირედ, რაც კარგად ასახავს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.