კატუკია სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო - ზარქუა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრაველსობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა კატუკია არ შეესაბამებოდა თანამდებობას, ამიტომ გაიწვიეს ის.

ზარქუას თქმით, კატუკია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მეგობარია და თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშა.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს, ვის რისი უფლება აქვს. კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად გეტყვით, რომ ის არ შეესაბამებოდა მის თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული“, – განაცხადა მან.

თეა კატუკია საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.