კელი და კრამერი: ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მოიცავს ივანიშვილს, იქნება დიდი შეცდომა

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სადაც „ქართული ოცნების” წევრების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბარი და აღნიშნეს, რომ ნებისმიერი სანქცია, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, „დიდი შეცდომა იქნება”.

„ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც არ მოიცავს ივანიშვილს, იქნება დიდი შეცდომა. მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ბოლო წლებში საქართველოში არასწორად განვითარებული სიტუაციის უდიდეს ნაწილზე”, – აღნიშნულია ტექსტში.

ისინი აღნიშნავენ, რომ უერთდებიან აშშ-ის ყოფილი დიპლომატებისა და ექსპერტების განცხადებას, სადაც მოთხოვნილია ბოლო არჩევნების არაღიარება, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული და აღნიშნულია, რომ უნდა დასანქცირდნენ ივანიშვილი და სხვები. მათი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოხატოს თავისი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რასაც ივანიშვილის დასანქცირება უზრუნველყოფს.