ხაბეიშვილი განმარტავს, რატომ აკრიტიკებდა კეზერაშვილს 2016 წელს

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა თავის ძველ განცხადებებზე ისაუბრა. კერძოდ, გაიხსენა 2016 წელს დავით კეზერაშვილზე გაკეთებული განცხადებები, აღნიშნა, რომ მაშინ სხვა გარემოებები იყო და სცადა, აეხსნა, რატომ ფიქრობდა 2016 წელს კრიტიკულად და რა შეიცვალა ახლა.

მისი თქმით, 2016 წელს დავით კეზერაშვილი ბოკერია-ჩერგოლეიშვილს უჭერდა მხარს, რამაც მის დამოკიდებულებებზე გავლენა მოახდინა.

ლევან ხაბეიშვილს ეთერში კონკრეტულად არაფერი უთქვამს კეზერაშვილის მიერ მილიარდების მოპარვის ბრალდებაზე; არ უთქვამს რატომ უწოდა მას ყაჩაღი. „ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები, მათ შორის იყო ევროპული სასამართლოების რეზოლუციები, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანგარიშები კეზერაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით“.

  • – რამ მოახდინა თქვენზე გავლენა, რომ კეზერაშვილის მიმართ გამოთქმული ძალიან მკაცრი კრიტიკული მოსაზრებები, რომლებიც წლების წინ გქონდათ, შეგეცვალათ? – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა გიორგი თარგამაძემ ხაბეიშვილს.

„ორი ვიდეოა ჩემ წინააღმდეგ, ორივე ვიდეო 2016 წლით არის დათარიღებული. ერთში კეზერაშვილზე ვსაუბრობ, მეორე ვიდეოში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობ. 2016 წელს საუბარი იყო, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან ჩემი დამოკიდებულებები მქონდა.

ჩემთვის ცნობილი იყო დავით კეზერაშვილის დამოკიდებულება ჩერგოლეიშვილისა და ბოკერიას პარტიის მიმართ. მაშინ მე 8 თვის განმავლობაში პარტიის დატოვებაც მომიწია და პირდაპირ გაცხადებული იყო ჩემი მხრიდან და იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც გავედით, თუ რატომ მოხდა ეს. ეს იყო ჩემი პირადი შეუთავსებლობა გიგასთან და ჩერგოლეიშვილთან. ვფიქრობდი, რომ ამ ორის პარტიაში ვერ ვიქნებოდი. ასევე ვფიქრობდი, რომ ისინი მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ებრძოდნენ. ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდი გიორგი.

ვიდეოს მეორე ნაწილი, რომელსაც ასევე ატრიალებენ და საუბარია ენმ-ის სისუსტეზე, ვსაუბრობ სწორედ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მართულ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაშინ ასე ვუყურებდი. ბოკერია-ჩერგოლეიშვილი მაშინ ცდილობდნენ პარტიის ახევას მიხეილ სააკაშვილისთვის. ამას ღიად ვამბობდი.

ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები, მათ შორის იყო ევროპული სასამართლოების რეზოლუციები, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანგარიშები კეზერაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მათ შორის არის ოპოზიციური არხი ფორმულა. ძალიან ძვირფასი ჩემთვის.

თუ შევხედავ, რომ კობახიძე, „პოსტ ტვ“ და „იმედი“ ყოველდღე ლაპარაკობს თქვენზე დღეს ცუდად და თქვენგან ხატავს მტრის ხატს, მე დავფიქრდები მინიმუმ ჩემს შეხედულებებზე და მეცოდინება, რომ კობახიძე- მდინარაძე-ზარქუას პირით მე არ უნდა ვილაპარაკო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

რას ამბობდა ხაბეიშვილი 2016 წელს კეზერაშვილზე ?

„მათ შეინარჩუნეს კრიმინალური ბანდა, პირდაპირ ვთქვათ რა, ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები. თავის დროზე იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ისეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა. ხალხი ყრუ და ბრმა არ არის. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს არის პრობლემა. ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს ხომ არ იცით? მსახურობს ბიძინა ივანიშვილის კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას.

LB loan image desktop LB loan image mobile