საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
„ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. პირველადი დათვალიერებით დამწვარი არის დაახლოებით 1 000 კვადრატი ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაქვს. მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არის.
იყო საფრთხე რომ ხანძარი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე გვერდზე იყო საცხოვრებელი სახლი”, – განუცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს.