ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურებს გაუჩნდა. მათი თქმით, ადგილზე მობილიზებულია 15 სამაშველო ჯგუფი, დამატებითი ძალები კი გზაში არიან.

ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა ხანძრის შედეგად დაშავებულები.